სამედიცინო ტურიზმი
სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისათვის, კლინიკაში შექმნილია განსაკუთრებული კომფორტი: დაჩქარებულ ვადებში მომსახურება, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტის შეთავაზება, მრავალპროფილური მკურნალობა ( წარმატებული შედეგისათვის ხშირად აუცილებელია როგორც თერაპევტის, პაროდონტოლოგის, ჰიგიენისტის ისე ორთოპედის, ქირურგის ან ორთოდონტის ჩართვა მკურნალობის პროცესში). ასეთი მიდგომა გვაძლევს უმაღლესი ხარისხის შედეგს და კმაყოფილს ტოვებს ჩვენს პაციენტებს.
საქართველოს გარეთ მცხოვრებთათვის შესაძლებელია წინასწარი მკურნალობის გეგმის შედგენა, სადაც დაწვრილებით გავწერთ ვიზიტების რაოდენობას, მკურნალობის ხანგრძლივობას და ღირებულებას. ამ შემთხვევაში პაციენტი ზუსტად დაგეგმავს საკუთარ ვიზიტს საქართველოში.
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მარტივი, კომფორტული და ამავდროულად ხარისხიანი იყოს ჩვენი სერვისი უცხოელი პაცეინეტბისათვის.