პაროდონტოლოგია
პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ღრძილების დაავადებების თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. ღრძილების დაავადებები ყველაზე ფართოდ გავრცელებულია დღესდღეობით და საფრთხეს უქმნის არა მარტო კბილებს, არამედ მთელს ორგანიზმს.
პაროდონტოლოგიის მიზანია კბილის ირგვლივ მდებარე საფიქსაციო ქსოვილების (ღრძილის, ძვლის და ა.შ.) ანთებითი და არაანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პაროდონტის დაავადებებია: გინგივიტი (ღრძილების ანთება), პაროდონტიტი(ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა), ღრძილების რეცესია (ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება), პერიიმპლანტიტები (იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება).