ორთოდონტია
ორთოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. მისი საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა. ექიმი-ორთოდონტი 3-4 წლის ასაკიდან აკვირდება ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება პროფილაქტიკური ღონისძიებები ან მკურნალობა. ორთოდონტიული მკურნალობის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის, მთავარია პაციენტის პირის ღრუში იყოს გარკვეული რაოდენობის კბილები, რომლებზეც მოხდება ბრეკეტის ფიქსაცია.
არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი აპარატები.
მოუხსნელ აპარატებს მიეკუთვნება ბრეის სისტემა, თვითონ ბრეკეტებშიც გვხვდება ნაირსახეობები.