დენტალური იმპლანტაცია
დენტალური იმპლანტაცია მსოფლიოში დღესდღებით ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად. დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვსს, რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი. იმპლანტები დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, რომელიც ეხორცება ძვალს (ინტეგრირდება). იგი აბსოლუტურად ინერტულია და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ორგანიზმისთვის. დენტალური იმპლანტებით შეიძლება აღდგეს როგორც ერთეული დანაკლისი კბილები, ასევე ოთხი, ხუთი ან მეტი.
იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.